სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის შესახებ ვბრძანებ:
1. ,,მასობრივი კომუნიკაციის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-8 სემესტრის დოქტორანტ ნანა მამაგულიშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2023 წლის 14 ივლისს, 10:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;
3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო ჭალაგანიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- მანანა შამილიშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების პროფესორი;
- მარი წერეთელი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- ხათუნა მაისაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
- ზაზა ცოტნიაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი;
4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.